ქუთაისს ჩინეთის ქალაქ ნანჩანგის დელეგაცია ეწვია
ქუთაისს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან დამეგობრებული ქალაქ ნანჩანგის დელეგაცია ეწვია.
დელეგაციაში ქალაქ ნანჩანგის ვიცე-მერი, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და ბიზნესმენები შედიან.
სტუმრები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მიიღო.
შეხვედრის მიზანს დამეგობრებულ ქალაქებს შორის ურთიერთობის განვითარების ხელშეწყობა და სამომავლო პროექტების დაგეგმვა წარმოადგენდა.
ჩინურმა მხარემ სურვილი გამოთქვა უმასპინძლოს დელეგაციას ქუთაისიდან და მოხდეს ეკონომიკური ფორუმების ორგანიზება როგორც ქუთაისში, ასევე ნანჩანგში.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 0%
არა - 100%
არ ვიცი - 0%
სულ - 1 ხმა