ქუთაისში 124-ვე უბანი დარღვევების გარეშე გაიხსნა
ქუთაისში დღეს მერის არჩევნების მეორე ტური იმართება. ქალაქში 124-ვე უბანი რვა საათზე გაიხსნა.
არსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის შეფერხება არცერთ უბანზე დაფიქსირებულა.
ქალაქში ორი სპეცუბანია გახსნილი, მათგან ერთ-ერთი ნომერ მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
ქალაქში 153 726 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
გამარჯვებისთვის "ნაციონალური მოძრაობის" და "ქართული ოცნების" კანდიდატები იბრძვიან.
დღეს მერებს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში აირჩევენ, 24 საარჩევნო ოლქში კი აირჩევენ საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა




13:42
12:40
10:44
18:57
16:26
















