|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 160 ეზოს კეთილმოწყობა იგეგმება

ქუთაისში  პროექტის "ეზოების კეთილმოწყობა"  ფარგლებში წელს 160 ეზოს კეთილმოწყობა იგეგმება. აქედან, 45- ეზო უკვე დასრულებულია. პროექტი თანადაფინანსების პრინციპით მიმდინარეობს. მერია  თანხის 90% -ს,  ხოლო მოსახლეობა 10%“-ს გაიღებს.

მიმდინარე სამუშაოები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, ავტოქარხნის მაჟორიტარ ბექა ყანჩელთან და საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად  ავტომშენებლის #14-ში და ცხინვალის ქუჩაზე  დაათვალიერა.

,,ეზოების კეთილმოწყობის პროგრამა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მოთხოვნადი მოსახლეობაში.  სამუშაოები საკმაოდ ხარისხიანად მიმდინარეობს. წინა წლებთან შედარებით დაახლოებით 2-3 ჯერ გაიზარდა ტემპი",-აღნიშნა შოთა მურღულიამ.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს "მიმდემი"აწარმოებს.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა