ქუთაისში 26 მაისს დაგეგმილი ღონისძიებების გამო ქუჩები გადაიკეტება
26 მაისს დაგეგმილი ღონსიძიებების გამო ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქუჩა მთლიანად გადაიკეტება. მერიის ინფორმაციით, ასევე 25 მაისს 24:00 საათიდან დაიკეტება ცენტრალური მოედანი რუსთაველის და კოსტავას ქუჩებიდან.
ავტომობილები მოძრაობას ლერმონტოვის ქუჩის გავლით შეძლებენ. აღნიშნული საგზაო მონაკვეთები, 26 მაისის 23:00 საათამდე იქნება გადაკეტილი.
26 მაისის ღონისძიებებს ქუთაისში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო უმასპინძლებს. დღესასწაულის ფარგლებში მრავალფეროვანი პროგრამაა დაგეგმილი. ცისფერყანწელების ქუჩა დადა "სიყვარულის პარკში" არსებული პარკში 11:00 –დან 18:00 საათამდე გამოფენები გაიმართება.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















