|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ზაფხულის საღამოებზე" ქუთაისელი მუსიკოსების კონცერტები გაიმართება

ქუთაისში ზაფხულის საღამოების ფარგლებში რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი.

ქუთაისის მერიამ წელს, ადგილობრივი მუსიკოს-შემსრულებლების კონცერტისთვის 11 750 ლარი გამოყო.

წლევანდელ ღონისძიებაში კონცერტებს ქუთაისური მუსიკალური ჯგუფები: „მუზეუმი“, ,,ოჩოს ქოხი’’, მუსიკოსი რობერტი კუხიანიძე და ზაზა ფანჩულიძე, იგივე DJ ZAPA გამართავენ.

ღონისძიებების ნომენკლატურა ასეთია:

20 ივლისს, 21:00 საათზე მოსწავლე-ახალგაზრდობის პარკში DJ ZAPA დაუკრავს. ჯგუფი „მუზეუმი“ კონცერტს 26 ივლისს 20:00 საათზე გამართავს.

 ქალაქის რეაბილიტირებულ უბანში, 3 აგვისტოს 20:00 საათზე  ჯგუფი „ოჩოს ქოხის“ კონცერტი გაიმართება, ხოლო 16 აგვისტოს ქუთაისელი მსმენელის წინაშე რობი კუხინიძე წარსდგება.

აღნიშნული ღონისძიება უკვე შვიდი წელია ტრადიციულად იმართება ქუთაისში.

შეგახსენებთ, ადგილობრივი მუსიკოს-შემსრულებლები წელს ქალაქის დღესასწაულის აღსაღნიშნ ღონისძიებებში ჩართულნი არ იყვნენ.

ამ თემაზე:

"ორმაისობის" შემცირებული ღონისძიებები და თამაშგარეთ დარჩენილი ქუთაისური ჯგუფები

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა