|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან გადაინაცვლეს [VIDEO]

ქუთაისში ზაზა სარალიძის სოლიდარობის აქციის მონაწილეებმა ცენტრალური მოედნიდან პარლამენტთან გადაინაცვლეს. 

"მკვლელებო" -  ამ შეძახილებით აქციის მონაწილეები პარლამენტთან ამ წუთებში იკრიბებიან. 

აქციაზე  პარლამენტის დაშლის, მთავრობის გადადგომის და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შესახებ მოთხოვნები გაისმის.

 

 ზაზა სალარიძის მხარდასაჭერად ქუთაისში მოქალაქეები ქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით პარლამენტისაკენ გამოემართნენ.

 

 ქუთაისში აქცია "მუ მომკლავ" თბილისში მიმდინარე აქციის ოარალელურად იმართება. აქციის მონაწილეებს იდენტური მოთხოვნები აქვთ - ეს არის ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ავტორები და დამნაშავეების მფარველების დასჯა.

 

საქმესთან დაკავშირებით უკვე გადადგა მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, თუმცა აქციის მონაწილეები ამით არ დაკმაყოფილდნენ და დანაშაულებრივი სისტემის შეცვლას მოითხოვენ.

 

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა