|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 25 წლის მამაკაცი დაიღუპა

ქუთაისში ავანგარდის დასახლებაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. თვითმხილველების თქმით, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ბოძს შეეჯახა. შეჯახების შედეგაგ ელექტროენერგიის გადამცემი ბოძი გადატყდა და ავტომობილს დაეცა.

როგორც ადგილობრივები ამბობენ, გარდაცვლილი 25 წლის მამაკაცია, მას ვალები ქონდა, რის გამოც ამ ფორმით თვითმკვლელობა მოახდინა. მათი თქმით, ჯერ მეგობრები მანქანიდან გადმოსვა, რის შემდეგაც შემდეგ კი ავტომობილი ადგილიდან დიდი სიჩქარით დაძრა.

 შსს ადასტურებს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი პირის გარდაცვალების ფაქტს.

უწყების ინფორმაციით, საქმე სს კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით აღიძრა, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების მიერ მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა