ქუთაისში ბოლო 8 დღის განმავლობაში კოვიდ 19 არ დადასტურებულა
ქუთაისის ლაბორატორიაში კოვიდინფექცია ბოლო 8 დღის განმავლობაში არ დადასტურებულა.
დაავადებათა კონტროლის იმერეთის რეგიონული სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის განცხადებით, ქუთაისის ლაბორატორიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 250-მდე ანალიზი გამოიკვლიეს და ყველა პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.
კვლევა სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებული პაციენტებსა და საკარანტინო სივრცეებიდან გასაწერ პირებს ჩაუტარდათ.
ამ დროისთვის იმერეთის რეგიონში არსებულ საკარანტინო სივრცეებში 260 ადამიანი იმყოფება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა


17:22
16:31
14:20
12:16
















