"ცეცხლი ელექტროენერგიის მრიცხველს გაუჩნდა"
ქუთაისში ბერი თევდორეს ქუჩაზე ერთერთ საცხოვრებელ სახლთან ელექტროენერგიის მრიცხველს ცეცხლი გაუჩნდა.
სასხანძრო-სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე დროულად მოხერხდა ცეცხლის ლოკალიზება, ცეცხლი საცხოვრებელ სახლზე არ გავრცელებულა.
ადგილობრივების თქმით, ცეცხლი დროულად შენიშნეს და სახანძრო სამსახური გამოიძახეს.
"ენერგო პრო ჯორჯიას" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსსახურის წარმომადგენლის განცხადებით, ადგილზე მივიდნენ მათი კომპანიის წარმომადგენლებიც, რომლებმაც პრობლემა მოაგვარეს, დაზარალებულს კი მრიცხველს ხვალ შეუცვლიან.
ავტორი: ნიუპრესი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















