ქუთაისში, ცენტრალურ ბულვარში კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართება
5 სექტემბერს, 20:00 საათზე, ქალაქის ცენტრალურ ბულვარში შადრევნებთან კლასიკური მუსიკის საღამო გაიმართება.
ჯულიარდის კონსერვატორიის კურსდამთავრებული, ცნობილი ახალგაზრდა პიანისტი დავით ალადაშვილი, კომპანია „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ და “მაგთი“ მუსიკალურ ტურნეს "პიანინო" წარმოადგენს.
როგორც პროექტის პროექტის ორგანიზატორები აცხადებენ, მათი მიზანია საქართველოს ყველა რეგიონს მიწვდეს ცოცხალი, კლასიკური მუსიკის ხმა.
დავით ალადაშვილი, ორი კვირის განმავლობაში, მოძრავ სცენაზე დამონტაჟებული პიანინოთი მთელს საქართველოში იმოგზაურებს და 50-მდე კონცერტს ჩაატარებს.
დიდი ზომის წითელი მოძრავი მანქანა, რეგიონიდან რეგიონში გადაინაცვლებს, წინასწარ შერჩეულ ადგილას ტრანსფორმირდება სცენად და ღია ცის ქვეშ ყველა დაინტერესებულ მსმენელთან მიიტანს კლასიკურ მუსიკას.
კონცერტზე დასწრება უფასოა.
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















