|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ყოფილი ციხის შენობაში მუზეუმის მოწყობას ითხოვენ

ქუთაისში, ტაბიძის ქუჩაზე მდებარე ყოფილი ციხის შენობაში არსებულ მდგომარეობას პარტია "თავისუფალი საქართველო" აპროტესტებს.

პარტიის იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარის გოგი წულაიას განცხადებით, შენობა დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს თვითმმართველობას და მოხდეს მისი დემონტაჟი, ან ფუნქციის შეცვლა. 

"ყოფილი ციხე არის ბოროტების სიმბლოლო, სადაც ათიათასობით ადამიანი არის ნაწამები და როდემდე უნდა იყოს ეს სიმბოლო ამ ქალაქში? შენობა არ არის თვითმმართველობის ბალანსზე,  ამიტომ უნდა მოხდეს რეალური თვითმმართველობის შექმნა, რომ მის ბალანსზე იყოს ყველა შენობა. მოვუწოდებ ხელისუფლებას, კეთილი ინებოს და დაანგრიოს, ან გახსნას მუზეუმი, ნიშნად თუ როგორი არ უნდა იყოს სახელმწიფოში ადამიანებთან მოპყრობა. ეს არის პრობლემა ყველა მოსახლის, რამეთუ გაჩენილია ქვეწარმავლები, მღრღნელები, გახეთქილია კანალიზაცია და  ქალაქის ცენტრში არის ტრაგედია. ეკონომიკის სამინისტროს მაღალჩინოსნები და მერია ვერ იყოფენ შენობას და არის წლების განმავლობაში მიტოვებული", - განაცხადა წულაიამ.

მერიაში განმარტავენ, რომ ყოფილი ციხის შენობა ამ დროისვის ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზეა და რომ მათ რაიმე ღონისძიების გატარება არ შეუძლიათ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა