|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში „ცვლილების“ კოალიციამ ამომრჩეველთან მასშტაბური შეხვედრა გამართა

ქუთაისში „კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერებმა მოსახლეობასთან მაშტაბური წინასაარჩევნო შეხვედრა გამართეს. შეხვედრა დავით აღმაშენებლის ძეგლთან მომეწყო, სადაც სპეციალურად გამართული ცსცენიდან შეკრებილ ამომრჩევწელს კოალიციის ლიდერებმა სიტყვით მიმართს, მათ არჩევნებში მონაწილეობისა და 4 ნომრისათვის მხარდაჭერისკენ მოუწოდეს. მათივე თქმით, საქართველოს მომავალი ევროპაშია!

„არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც ჯერ კიდევ ვერ გაუგიათ, რომ ეს არჩევნები არ ეხება პოლიტიკოსებს, ეს არჩევნები ეხებათ ახალგაზრდებს, თითოეულ ჩვენგანს ეხება. არ ეხება არავის, ვინც პარლამენტში აპირებს ყოფნას ან არ ყოფნას. ამ ქვეყნის მომავალს ეხება, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებს გვაქვს უფლება, რომ არ მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში?! ეს არის არჩევნები, როდესაც ჩვენი ერთი ხმით უკეთესი მომავალი უნდა მოვუტანოთ ჩვენ შვილებს, მშობლებს. ჩვენ ვიბრძვით შედეგისთვის, ჩვენ არ ვიბრძვით ოპოზიციაში პირველი ადგილისთვის", - განაცხადა ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.54%
გაუარესდა - 52.07%
არ შეცვლილა - 12.4%
სულ - 121 ხმა