|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა მერაბ კოსტავას ძეგლის პატივგებით დაიწყო

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა ქუთაისში მერაბ კოსტავას ძეგლის პატივგებით დაიწყო. დღეს ეროვნული გმირის დაბადების დღეა.
ქუთაისის მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა ზვიად შალამბერიძემ, რწმუნებულის მოადგილემ, საკრებულოს წევრებმა და ჩოხოსნებმა, მერაბ კოსტავას ძეგლი გვირგვინით შეამკეს.

მათ მოსახლეობას 26 მაისი მიულოცეს და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
დავით აღმაშენებლის ცენტრალურ მოედანზე, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მძიმე ტექნიკაა გამოფენილი, რომელიც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სტუმრებთან ერთად დაათვალიერა.

ქალაქის ისტორიულ უბანში, 26 მაისთან დაკავშირებით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო 11:00-დან 18:00 საათამდე ღონისძიებებს მართავს.

19:00 სთ-ზე კი ქართველი ცნობილი მომღერლების მონაწილეობით, გალა კონცერტი გაიმართება.

 

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა