ქუთაისში, დავით კლდიაშვილის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება
ქუთაისში, დავით კლდიაშვილის ქუჩაზე საგზაო ინფრაქტრუქტურის მოწესრიგება სრულდება, - ინფორმაციას ქალაქის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქუთაისის მერის პირველი მოადგილე გიორგი ცხაკაია ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
„კლდიაშვილის ქუჩაზე მოეწყო ასფალტბეტონის საფარი, გაკეთდა სანიაღვრე სისტემა, ბორდიურები, ტროტუარები და ეზოში შესასვლელები, განთავსდება საგზაო ნიშნები.
აღნიშნული ქუჩის რეაბილიტაციისთვის 956 765 ლარი დაიხარჯა. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან არის დაფინანსებული“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ავტორი:
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.2%
გაუარესდა - 52.8%
არ შეცვლილა - 12%
სულ - 125 ხმა




14:35
13:33
22:22
















