|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში დედების და შვილების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

დედების და შვილების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს ქუთაისში. მოქალაქეები შვილებთან ერთად მესხიშვილის თეატრის წინ შეიკრიბნენ და მთავრობის გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

"ბავშვებს რუსეთში ვერ დავიცავთ, ახლა გაჩერების დრო არ არის" - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათი თქმით, ქვეყნის არჩევანია ევროპა და არა რუსეთი, ამიტომ აპროტესტებენ გადაწყვეტილებას, რომელიც საფრთხეს უქმნის ქვეყნის ევროპულ მომავალს.

დედები და შვილები მოვედით, შვილების დასაცავად. ახლა გაჩერების დრო არ არის, ქვეყნის არჩევანია ევროპა და არა რუსეთი. არ მინდა, ჩემმა შვილმა დილით მითხრას "დობრი უტრა", ან "საბაკა", უნდა მითხრას ქართულად და ეს ქვეყანა არის საქართველო, ამიტომ მოვედით, რომ დავიცვათ ჩვენი შვილების ბედი", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ავტორი: