ქუთაისში ბინების განაწილების შედეგებს დევნილები აპროტესტებენ
ქუთაისის დევნილთა სამმართველოში ხმაურია. დევნილები ბინების არაობიექტურად განაწილებას აპროტესტებენ. ისინი ქულების მიხედვით ბინების მიღებას ითხოვენ. მოთხოვნის დაუკმაყოფილების შემთხვევაში კი გზების გადაკეტვით იმუქრებიან.
ისინი დევნილებთა მინისტრის მოადგილეს გრიგოლ გიორგაძეს ხვდებიან.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ ეტაპზე ბინები მათ გადაეცათ, ვისაც საშიშ ზონაში უწევდათ ცხოვრება. მისივე თქმით, დაინტერესებულ პირებს აქვთ შესაძლებლობა ნახონ იმ ადამიანების საცხოვრებელი ადგილი, რომლებსაც ბინები გადაეცემათ.
დევნილთა სამინისტრომ ოფიციალური სია გამოაქვეყნა, სადაც ქუთაისში 430-მდე დევნილს საცხოვრებელი გადაეცემა.
ქუთაისში ბინების მიღების მოთხოვნით განაცხადი 3737 დევნილმა ოჯახმა შეავსო.
ქუთაისში ბინა 429 დევნილ ოჯახს გადაეცემა
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















