ქუთაისში, დევნილებისთვის ბინების გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა
ქუთაისში, დევნილი მოსახლეობისათვის ბინების გადაცემისადმი მიძღვნილი ცერემონია მოეწყო.
429 დევნილ ოჯახს სიმბოლური გასაღები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და იმერეთის გუბერნატორის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა გადასცეს. შეხვედრას ასევე მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები ესწრებოდნენ.
საზეიმო ცერემონია და სპეციალურად ამ დღისადმი მიძღვნილი კონცერტი ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართა.
დევნილებს ბინა ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ახალაშენებულ კორპუსებში გადაეცემათ.
6 ახალი კორპუსის დასრულების შემდეგ ქუთაისში ბინას 480 იძულებით გადაადგილებული პირი მიიღებს.
ავტორი: ხატია ბანძელაძე
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















