|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში დღეს განათლების ფორუმი გაიმართება

ქუთაისში დღეს განათლების ფორუმი გაიმართება, ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი, „თავისუფლების მოედნის“ წევრი, მიშიკო მუმლაძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებზე სასაუბროთ ბავშვებს, მშობლებსა და მასწავლებლებს იწვევს.
„პრიორიტეტების დალაგება როდის უნდა ვისწავლოთ? როდის შეიძლება სახელმწიფომ პრობლემის მოგვარება დაიწყოს ქვემოდან ზემოთ. მაშინ როცა სკოლებში არ არის გათბობა, ლაბორატორიები, თანამედროვე ბიბლიოთეკა, კომპიუტერები კარგი ინტერნეტით, ბავშვებს აწუხებთ შიმშილი, როგორ შეიძლება ფორმა იყოს ყველა მნიშვნელოვანი.
ხვალ, 19 აპრილს, ქუთაისში განათლების სისტემაში არსებულ პრობლემებზე და გამოწვევებზე ვისაუბრებთ. ბევრ პროფესიონალთან ერთად, მეც მოგიყვებით ჩემი მრავალწლიანი დაკვირვების შესახებ.
გეპატიჟებით, ბავშვებო, მშობლებო და მასწავლებლებო“, - წერს მიშიკო მუმლაძე.
განათლების ფორუმი სასტუმრო სოლომონში (ქუთაისი, ხახანაშვილის ქუჩა, N10) 13:00 საათზე დაიწყება.
 

ავტორი:

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა