|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ერთ-ერთ ბანკში 50 წლამდე ქალი გარდაიცვალა

ქუთაისის ერთ-ერთ ბანკში 50-წლამდე ასაკის ქალი გარდაიცვალა. როგორც ადგილზე განაცხადეს, ქალი მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა. 

"ქალი ბანკომატზე თანხას რიცხავდა, მოულოდნელად ცუდად გახდა და გონება დაკარგა, სასწრაფოს გამოვუძახეთ, ნახევარი საათი დააგვიანდა. როდესაც მოვიდნენ, თქვეს რომ უკვე გარდაცვლილი იყო"-განაცხადა შემთხვევის თვითმხილელმა.

სასწრაფო- სამედიცინო დახმარების ქუთაისის ცენტრში აცხადებენ, რომ ადგილზე მისულებს ქალბატონი უკვე გარდაცვლილი დაუხვდათ, რაც შეეხება დაგვიანებას, მათი თქმით, ეკიპაჟი ადგილზე გამოძახებიდან 10 წუთში მივიდა.

 

ავტორი: ანა ლიპარიშვილი