გრიგოლ ვაშაძემ ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა
ქუთაისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ, მოსახლეობას საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატობის ოთხი კანდიდატი წარუდგინა.
მოსახლეობასთან შეხვედრა კიკვიძის სკვერში გაიმართა.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ავტოქარხანის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატია- ვლადიმერ კლდიაშვილი, ავტომშენებელის საარჩევნო ოლქის - გაგა მანაგაძე, უქიმერიონის - მამუკა ირემაძე და გამარჯვების საარჩევნო ოლქის - ლაშა შალამბერიძე.
"ძალიან საპატიო დღეა ჩემთვის, რადგან კიდევ 4 ღირსეული კანდიდატი წარვადგინეთ. ეს ის ხალხია, რომლებიც ქუთაისელებს უყვარს. ამით ჩვენმა პარტიამ დაასრულა მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა. ჩვენ გავაგრძელებთ მოსახლეობასთან შეხვედრებს, კარდაკარ სიარულს და დიდი იმედი მაქვს, რომ ქუთაისელი ამომრჩეველი ხმას მისცემს განახლებულ "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას", -განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ავტორი: ხატია ბანძელაძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















