|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "ფემილის" დაცვის თანამშრომლის ცემის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ქუთაისში მაღაზიათა ქსელ "ფემილის" დაცვის თანამშრომელი სცემს. არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი სამი პირი მას ჯერ სიტყვიერად შემდეგ,  ფიზიკურად გაუსწორდა.

შემთხვევა წუხელ გვიან ღამით,  ნიკეას ქუჩაზე მოხდა. თვითმხილველების თქმით, უცნობი პირები მას შემდეგ გაღიზიანდნენ, რაც ადგილზე დაცვის თანამშრომელი შენიშნეს. დაზარალებული მიღებული დაზიანებების გამო სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

ადგილზე გამოიძახეს პოლიცია. დაკავებულია ერთი პირი, გამოძიება 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

 ძალადობის ფაქტი მაღაზიის კამერებმა დააფიქსირეს. 

 მაღაზიათა ქსელი "ფემილი" უკვე არაერთხელ გახდა კრიმინალების სამიზნე. 

ავტორი: ნიუპრესი