ქუთაისში კატასტროფების რისკების მართვის პროექტის ფარგლებში შეხვედრები დაიწყო
ქუთაისში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კატასტროფების რისკების მართვის შესაძლებლობების განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ქალაქებში“ ფარგლებში შეხვედრა გაიმართა.
აღნიშნული სემინარი ქუთაისისთვის გაცემული 40 000 ლარიანი გრანტის ფარგლებში ტარდება, პროექტის საერთო ბიუჯეტი 53 000 ლარს შეადგენს. პროექტის მიზანია "კატასტროფების რისკების მართვის შესაძლებლობების განვითარება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ქალაქებში" ფარგლებში შემუშავდეს რისკების მართვის სტარტეგიული გეგმა. პროექტის ფარგლებში გადამზადებული ადამიანები სხვადასხვა დაწესებულებების თანამშრომლებს გადაამზადებენ.
შეხვედრაზე ისაუბრეს, თუ როგორ ხდება რისკების იდენტიფიცირება, შეფასება და მათი ანალიზი.
ვიზიტის ფარგლებში პარტნიორმა ქალაქებმა წარმოადგენს პრეზენტაცია, რომელიც დაფუძნებულია ადგილობრივი ქალაქის მაგალითზე კატასტროფების რისკების მიმართულებით.
"პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს აღნიშნულ ქალაქებში რისკების მართვას და მოახდინოს ამ მიმართულებით მოსახლეობის ცნობიერების გაზრდა, შექმნას დაინტერესებულ პირთა საბჭოები, რისკების მართვის შესაძლებლობების შეფასება და ზოგადად მოახდინოს კატასტროფების რისკების მართვის (DRM) დაგეგმვის სტრუქტურული პროცესის წარმართვა,რომელიც უშუალოდ კავშირში იქნება ევროკავშირის პოლიტიკასთან და გათვალისწინებული იქნება ადგილობრივი საკანონმდებლო ბაზა.
ამ მიმართულებით არსებობს საქართველოს მთავრობის დადგენილება საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების 2017-2020 წლების ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა"-განაცხადა მერიის საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო პროექტების განყოფილების ხელმძღვანელმა შორენა ხუხუამ.
პროექტის დასასრულს უნდა მოხდეს ადგილობრივი სტრატეგიის შემუშავება და ასევე შეიქმნება სახელმძღვანელო, ყველა შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან ერთად, სადაც მოცემული იქნება საფრთხეები და მათი შესაძლო გადაჭრის გზები.
სემინარებს პროექტის ექსპერტები ევროკომისიიდან ატარებენ.
პროექტი ორწლიანია მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და 2019 წელს დასრულდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















