ქუთაისში "მაკდონალდსთან" არასრულწლოვან გოგონას ავტომობილი დაეჯახა
ქუთაისში "მაკდონალდსთან" არასრულწლოვან გოგონას ავტომობილი დაეჯახა.
შეჯახების შედეგად გოგონა მსუბუქად არის დაშვებული. ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.
თვითმხილველების განცხადებით, დაშავებულმა ე.წ კოლხურ შადრევანთან გზა არასწორად გადაკვეთა, მოსახვევში მძღოლმა ქვეითად მოსიარულე გვიან შენიშნა და დამუხრუჭება ვეღარ მოასწრო. მძღოლს შემთხვევის ადგილი არ მიუტოვებია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი
უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?
კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















