|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის ინიციატივით, საბჭოთა დროინდელი დღესასწაული აღდგა (VIDEO)

ქუთაისში მედიკოსთა დღე დაარსდა. პროფესიული დღისთვის მიძღვნილი ღონისძიებები ბოტანიკურ ბაღში გაიმართა. სადაც მოწვეულნი იყვნენ მედიკოსები, ასევე აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის წარმატებული სტუდენტები. ღონისძიებას იმერეთის გუბერნიის  და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ქართული და უცხოური სიმღერები შეასრულეს. ნიგერიელმა სტუდენტმა ქართულად ვეფხისტყაოსნის რამდენიმე სტროფი  წაიკითხა. 

ქალაქის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, პროფესიული დღის აღსანიშნავად ბიუჯეტიდან თანხა გამოიყო.

" ბიუჯეტის განხილვის დროს გავითვალისწინეთ პროფესიული დღესასწაულების აღნიშვნა, ასევე  სხვადასხვა დარგის  პროფესორებთან შეხვედრა და მათ მიმართ ყურადღების გამოჩენა. ქუთაისში 6 ათასი  მედიკოსი მუშაობს და  მათ სჭირდებათ ჩვენი პატივისცემა. ვინაიდან ისინი ძალიან მნიშვნელოვან საქმეს აკეთებენ. საკრებულოზე გავივლით საკითხს, რომ ყოველ წელს ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს  პროფესიული ღონისძიებების აღნიშვნა და კონკრეტულ თარიღსაც დავაწესებთ“, - განაცხადა ქალაქის მერმა.

ღონისძიების დასასრულს შოთა მურღულიამ და დ. ნაზარიშვილის სახელობის კლინიკის დირექტორმა  მერაბ კვიცარიძემ პროფესიონალი მედიკოსები სიგელებით დააჯილდოვეს და სახსოვრად "ვეფხისტყაოსანი" გადასცეს. 

მედიკოს მუშაკთა დღე  საბჭოთა კავშირის დროს ნოემბერში აღინიშნებოდა. ტრადიცია ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით აღდგა და ყოველი წლის ივლისში მედიკოსთა დღე ქუთაისში კვლავ აღინიშნება.

  

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა