|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისური სპორტული კლუბების შესახებ გადაცემათა ციკლი მომზადდება

ადგილობრივი სპორტული კლუბების შესახებ გადაცემათა ციკლი მომზადებისათვის  ქუთაისის მერია ტენდერს აცხადებს, სპორტულ თემაზე 6 გადაცემის მომზადებისათვის ქალაქის ბიუჯეტიდან 4 600 ლარი გამოიყო.

 ტენდერის პირობების თანახმად, „მიმწოდებელი“ ვალდებულია განახორციელოს ქალაქ ქუთაისში მოქმედი სათამაშო სპორტული კლუბების -საფეხბურთო კლუბი ,,ტორპედო”-ს; სარაგბო კლუბი ,,აია“-ს; საკალათბურთო კლუბი ,,ქუთაისი 2010“-ის; ხელბურთელთა კლუბი ,,ქუთაისი“-ს; ფრენბურთელთა გუნდი ,,ქუთაისი“-ს და ბალახის ჰოკეისტთა გუნდი ,,ქუთაისი“-ს შესახებ, გადაცემათა ციკლის მომზადება და ეთერში გაშვება.
„მიმწოდებელმა“ ზემოთაღნიშნულ გუნდებზე უნდა მოამზადოს 6 გადაცემა, ქართულ ენაზე და თითოეული გადაცემის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 20 წუთი. ამასთან გადაცემების ეთერში გაშვება უნდა მოახდინოს თვეში ორჯერ.


 გადაცემების მოსამზადებლად „მიმწოდებელმა“ უნდა მოიძიოს საჭირო ვიდეო მასალა, განახორციელოს ინტერვიუების ჩაწერა სპორტსმენებთან, მწვრთნელებთან, გუნდის ხელმძღვანელებთან, გულშემატკივრებთან და უნდა მოახდინოს აღნიშნული მასალების დამონტაჟება, გახმოვანება და დაარქივება. ხოლო სიუჟეტის დასაწყისსა და დასასრულს განათავსოს წარწერა: ,,გადაცემა დაფინანსებულია ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ“.


ტელეგადაცემა უნდა დააანონსდეს  მინიმუმ 2 დღით ადრე, ხოლო გადაცემის ჩვენება უნდა განახორციელოს ავტორიზაციის მქონე ტელევიზიამ, რომელიც უზრუნველყოფს სიგნალის ხარისხიანი მიღების ხელმისაწვდომობას და სიხშირით მაუწყებლობას მინიმუმ ქუთაისის ტერიტორიის არნაკლებ 90%-ზე.


ამასთან,  „მიმწოდებლმა“ უნდა უზრუნველყოს ყველა გადაცემის ჩაწერა არანაკლებ 30 დისკზე, (თითოეული გადაცემის 5 დისკზე) მათზე სურათების დატანა (დისკის დიზაინი და გაფორმება „შემსყიდველთან“ შეთანხმებით) და „შემსყიდველს“ უნდა მიაწოდოს ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიაში (მის: ქ. ქუთაისი, რუსთაველის გამზ. #3).

 გადაცემათა ციკლის მომზადება და ეთერში გაშვება  ხელშეკრულების დადებიდან 2017 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით უნდა მოხდეს.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა