ქუთაისში მოსახლეობა გზის გადაკეტვით იმუქრება [video]
ქუთაისში ავტოქარხნის დასახლების მცხოვრებლები ცენტრალური გზის გადაკეტვით იმუქრებიან. როგორც წმინდა ლუკას ქუჩის მკვიდრნი „ნიუპრესთან“ საუბარში აცხადებენ, წლებია, მათ ქუჩაზე წყლის სისტემა მოუწესრიგებელია. მოსახლეობის განცხადებით, მდგომარეობა მას შემდეგ გართულდა, რაც თურქულმა კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო.
„წლებია, წყლის პრობლემა გვაწუხებს, რაც თურქულმა კომპანიამ ახალი მილების მონტაჟი დაიწყო, პრობლემა უფრო გამწვავდა. სამუშაოები შუა გზაზე მიატოვეს, რაც გადაადგილებაში ხელს გვიშლის. ასევე, რამდენიმე თვეა, წყლის მილი დაზიანდა და მთელი ქუჩა, სახლები იტბორება“,–აცხადებს ადგილობრივი ლიანა ჯულუხაძე.
აღნიშნულის გამო მოსახლეობის ნაწილს წყალი არ მიეწოდება და ისინი წყალს დაზიანებული მილიდან იღებენ.
გარდა ამისა, წყლის ძლიერმა ნაკადმა წმინდა ლუკას ქუჩაზე მცხოვრები რამდენიმე ოჯახის საცხოვრებელი დააზიანა. ამავე ქუჩაზე მცხოვრები ნესტან ბუხრიკიძეს ეზოში წყალმა ხე მოგლიჯა, ასევე რამდენიმე ადგილზე ჩავარდნილია მიწა. დაზარალებული დახმარებას ითხოვენ.
საკითხთან დაკავშირებით, „ნიუპრესი“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას დაუკავშირდა, რის შემდეგ ადგილზე კომპანიის წარმომადგენლები მოვიდნენ. მათი თქმით, პრობლემა უახლოეს მომავალში მოგვარდება.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















