|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში მოშიმშილე მოქალაქემ ბანკს სასამართლოში უჩივლა

ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცმა მოქალაქე ოთარ ხმელიძემ შიმშილობა შეწყვიტა. მისი განცხადებით, შიმშილობის შეწყვეტის მიზეზი, საქმის სამართლებრივი გაგრძელება გახდა. ოთარ ხმელიძემ "საქართველოს ბანკის" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანა.

"მივმართე სასამართლოს, რომ შეჩერდება სახლის აუქციონზე გატანა, ვიდრე არ დასრულდება საქმის სამართლებრივი განხილვა. ათ დღეში წარვადგენ სარჩელს და თუ სასამართლომ ჩემი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა მაშინ სახლს აუქციონზე გიტანენ, თუ არა ბანკს ჩემს წინააღმდეგ მორალური და მატერიალური ზიანის გამო ჯარიმა დაეკისრება"-განაცხადა ხმელიძემ.

მისივე თქმით, მან სამი დღე იშიმშილა და მისი მდგრომარეობით, არც ადილობრივი და არც ცენტრალური ხელისუფლებიდან არავინ დაინტერესებულა. მის სანახავად  "სახალხო დამცველის აპარატის წარმოამდგენელი იმყოფებოდა.

შეგახსნებთ, რომ ოთარ ხმელიძემ "საქართველოს ბანკის"  წინ შიმშილობა დაიწყო.

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა