ქუთაისში, მშენებარე ობიექტიდან გადმოვარდნილი მუშის მდგომარეობა მძიმეა
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მშენებარე ობიექტიდან დამხმარე მუშა გადმოვარდა. დაშავებული მრავლობითი მოტეხილობებით „თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალურ ცენტრშია“ მოთავსებული.
დაშავებულის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მკურნალი ექიმის თქმით, დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
„სასწრაფო დამხარების ჯგუფმა 52 წლის მამაკაცი სიმაღლიდან ვარდნით მიღებული მრავლობითი ტრავმებით შემოიყვანა. მდგომარებობა კრიტიკულად მძიმეა. არის ტრავმული შოკი, მრვალობითი მოტეხილობები, იმყოფება მართვით სუნთქვაზე არასტაბილური ჰემოდინამიკით. ჩაუტარდა ყველა გამოკვლევა, ამჟამად მისი მდგომარეობის სტამილიზებას ველოდებით, რომ დაიგეგმოს შემგოდმი ტაქტიკა მკორნალობის მიზნით“, –განაცხადა ლევან ჭელიძემ.
შინაგა საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება 240-ე მუხლით დაიწყო.
ფოტო: მეგატვ
ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















