ქუთაისში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე. საპარტრიაროს ჩოხოსნების ორგანიზებით მესხიშვილის თეატრის მიმდებარე ტერიტორიაზე ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ადამიანები, ჩოხოსნები, სასულიერო პირები დროშებითა და ხატებით შეიკრიბნენ.
მათ საპატრიარქოს ჩოხოსანთა იმერეთის სადროშოს ხელმძღვანელი ლევან როხვაძე მიესალმა, ამაღლების დღესასწაული მიულოცა, ასევე ეროვნული და რელიგიური ფასუელობების დაცვისა და შენარჩუნებისაკენ მოუწოდა.
"დიდ ევროპულ ოჯახში ჩვენი ინტეგრირება, პირველ რიგში, უნდა მოხდეს ჩვენი ავტენტურობით, ჩვენი ფოლკლორით, ჩვენი ადათ-წესებით", -განუცხადა ჟურნალისტებს ჩოხოსნების წარმომადგენელმა შალვა კამლაძემ.
შეკრებაზე იმყოფებოდნენ ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე და ქალაქის საკრებულოს სხვა წევრები, ასევე მერის ააიპების თანამშრომლები.
ღონისძიების შემდეგ შეკრებილები მსვლელობით ბაგრატის ტაძრისაკენ გაემართებიან, სადაც სასულიერო პირებთან ერთად ოჯახის სიწმინდის დღის აღნიშვნას საყოველთაო ჯვრისწერითა დაა ჩოხოსნების კურთხევით გააგრძელებენ.
არსებული ინფორმაციით, ჯვარს ოცდაათამდე წყვილი დაიწერს.
აქცია-კონცერტს თვალს ადევნებდნენ ადგილობრივები და ტურისტები.
ავტორი: ირინა მაკარიძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















