ქუთაისში პროტესტი გრძელდება - სამოქალაქო აქტივისტები აქცია - მსვლელობას გამართავენ
ქუთაისში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. დღეს 7 მაისს, 18:00 სთ-ზე ცენტრალურ მოედანზე სამოქალაქო აქტივისტები ისევ შეიკრიბებიან.
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, გაიმართება-აქცია მსვლელობა.
„ცენტრალური მოედნიდან მსვლელობით გავემართებით რუსული ოცნების ოფისთან. ჩავივლით რუსთაველის გამზირს, გადავინაცვლებთ ჯავახიშვილის ქუჩით ბუხაიძის ქუჩაზე, ავალთ გამსახურდიაზე, აღმაშენებელი-ტაბიძის კვეთით დავბრუნდებით ქალაქის ცენტრალურ ნაწილში. ბოლო გაჩერება - რუსული რეჟიმის ქუთაისის ფილიალი (ქ. ქუთაისის მერია).
ცვალებადი ამინდის გამო, დაგახვედრებთ საწვიმრებს. გელოდებით ყველას, ვინც ევროპასა და რუსეთს შორის სწორ არჩევანს აკეთებთ. საქართველო გაიმარჯვებს! ქართველი ხალხი გაიმარჯვებს!#არარუსულკანონს, #არარუსულრეჟიმს" - წერენ მსვლელობის ორგანიზატორები.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.11%
გაუარესდა - 53.44%
არ შეცვლილა - 11.45%
სულ - 131 ხმა

16:48
17:26
21:51
11:34
15:17
















