|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში რუსთაველის გამზირზე მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ამოტრიალდა

ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი რუსთაველის გამზირზე ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალწარმოება მიმდინარეობს.

შემთხვევის გამო გზა გარკვეული დროით გადაკეტილი იყო და ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

ავტორი: ნიუპრესი