|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში რუსული კანონის საწინააღმდეგო მსვლელობას ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეუერთდნენ

არა რუსულ კანონს -  ამ გზავნილით ქუთაისში აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტის მოწინააღმდეგები ცენტრალურ მოედანზე მსვლელობით მივიდნენ.

ისინი იმ  საფრთხეზე საუბრობენ, რაც ამ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ქვეყნის განვითარებას ემუქრება.

აქციის მონაწილეებს პოლიტიკური პარტიის ლიდერები შეუერთდნენ. მათ ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს და ამ ფორმით კიდევ ერთხელ მოუწოდეს ხელისუფლების კანონპროექტი გაიწვიონ.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა