|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში რუსული კანონის წინააღმდეგ მორიგი აქცია გაიმართა

კი ევროპას, არა რუსულ კანონს - აქცია ქუთაისში. სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ და კანონპროექტი გააპროტესტეს.

მათი თქმით, გამჭვირვალობის შესახებ კანონი არის დისკრიმინაციული და ემსახურება ენჯეოს და მედიის წარმომადგენლების აგენტებად მოხსენიებას.

აქციის მონაწილეები მოუწოდებენ ხელისუფლებას უკან გაიხმონ კანონპროექტი, რადგან ის არის რუსული და შეაფერხებს ქვეყნის დემოკრატიას.

"რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, გაქრება ჩემი და შენი თავისუფლება. ამიტომ შევიკრიბეთ დღეს, რომ ქუთაისიდან მოვაწვდინოდთ ხმა ხელისუფლებას. ევროპა ჩვენი არჩევანია და ჩვენ არ გვსურს, ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლა და არ გვსურს რუსეთში", - აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა