|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სააგიტაციო პლაკატების განსათავსებლად ადგილები განისაზღვრა

ქუთაისში სააგიტაციო პლაკატების განსათავსებლად ადგილები განისაზღვრა. პარტიებსა და კანდიდატებს სააგიტაციო მასალების განთავსება 10 ადგილზე შეზღუდვით შეუძლიათ. პარტიას არ აქვს შესაძლებლობა ადგილი მხოლოდ საკუთარი სააგიტაციო პლაკატებისათვის გამოიყენოს.

2017 წელს საკრებულოს გადაწყვეტილებით, პარტიებს და კანდიდატებს უფლება აქვთ პლაკატები გარეგანათების ბოძებზე განათავსონ.

1.ავტომშენებლის ქუჩა №33-ის წინამდებარე ტროტუარზე;

2. გამარჯვების მოედანზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის ტერიტორიის წინამდებარე ტროტუარზე (ღობის გასწვრივ აღმოსავლეთ ნაწილზე);

3. გალაკტიონ ტაბიძის ქუჩის დასაწყისში, წითელი ხიდის სამხრეთით ავტოსადგომთან მდებარე სკვერში;

4. 26 მაისის ქუჩის № 43-ში მდებარე შენობის წინამდებარე ტროტუარზე (თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებაში არსებული ნაწილის წინ);

5. ლეონიძის ქუჩა №4-ის მიმდებარედ არსებულ ტროტუარზე (ატს-ის შენობის დასავლეთით); ლ.ავალიანის ქუჩა №2-ის წინამდებარე ტროტუარზე;

6. ახალგაზრდობის გამზირის მე-5 შესახვევში მდებარე ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის „მუხნარის“ ადმინისტრაციული ერთეულის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე გაზონში;

7. ანჯაფარიძისა და ფოთის ქუჩების კვეთაზე არსებულ გაზონში (სადერევაციო არხის მიმდებარედ);

8. ვაჟა-ფშაველასა და კიკვიძის ქუჩების კვეთაზე არსებულ სკვერში;

9. თაბუკაშვილისა და ოცხელის ქუჩების კვეთაზე, ტროტუართან (არხის მიმდებარე ტერიტორია); სულხან- საბას გამზირი №9-ის დასავლეთით არსებულ ტერიტორიაზე;

10. ნიკეას ქუჩის №32/№34 მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლის აღმოსავლეთით, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს არსებულ გაზონში.

რაც შეეხება წინასაარჩევნო კამპანიებსა და ღონისძიებებს მათთვის ქლააქშ სამი ადგილია. 

 

ავტორი:

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა