|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საარჩევნო უბნების საზღვრები დაზუსტდა

ქუთაისის #59 საოლქო სარჩევნო კომისიამ ქუთაისში არსებული საარჩევნო უბნების საზღვრები დაადგინა.

საოლქო კომისიის ინფორმაციით, ქუთაისში საარჩევნო უბნების საზღვრებში მცირეოდენი ცვლილებები შევიდა.

"საოლქო საარჩევნო კომისიის დღევანდელ სხდომაზე დაზუსტდა საარჩევო უბნების საზღვრები, რამდენიმე მისამართი გადავიდა სხვა საარჩევნო უბანში"-განუცხადეს "ნიუპრესს" ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიაში.

ქუთაისში სულ 124 საარჩევნო უბანია, ამათგან ერთი სპეცუბანი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ეწყობა.

შეგახსენებთ, დღეს დასრულდა პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაციის ვადა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიას განცხადებით პრეზიდენტობი 46-მა მსურველმა მიმართა.

საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 28 ოქტომბერს გაიმართება.

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა