ქუთაისში სააღდგომო ნობათს 3 ათასამდე ბენეფიციარი მიიღებს
"სოციალური ღონისძიებების“ პროგრამის ფარგლებში, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისათვის ქუთაისის მერია სასურსათო ნობათებს დაარიგებს.
მერიის ინფორმაციით, სააღდგომო ნობათს 2 750 ბენეფიციარი მიიღებს.
მერიამ 46 ათასი ლარის ფარგლებში სოციალურად დაუცველი და სხვა კატეგორიის ბენეფიციარებისათვის საკვები პროდუქტები შპს "ჯიბესგან", 6 ათასი ლარის პროდუქცია კი შპს "დათასგან" შეიძინა.
სააღდგომო ნობათებისათვის ქუთაისის მერიაში 60 ათასამდე ლარი გამოიყო.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 35.94%
გაუარესდა - 52.34%
არ შეცვლილა - 11.72%
სულ - 128 ხმა


17:22
16:31
14:20
12:16
















