|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში სამი მორიგე ბაღი შეირჩა

ქუთაისში ზაფხულის პერიოდში წელს პირველად  სამი მორიგე იფუნქციონირებს.  ქუთაისის ააიპი ბაგა-ბაღების გაერთიანების  მიერ უკვე შეირჩა ის ბაღები, რომლებიც 1 ივლისიდან 26 ივლისის ჩათვლით იმუშავებენ.
 # 2 ფილიალი (გაპონოვის ქ. პირველი შესახვევი #5)

 #25 ფილიალი (ხორავას ქ.#8)

 #37 ფილიალი  (ტოლსტოის ქ.#3)
მსურველთა რეგისტრაცია  20 ივნისამდე გაგრძელდება.  მშობელმა/მეურვემ აუცილებელია წარადგინოს ცნობა სამუშაო ადგილიდან. საკონტაქტო ნომერია: 253701

 როგორც ააიპში აცხადებდნენ, ბაღების შერჩევა ადგილმდებარეობის მიხედვით მოხდა, რომ ქალაქის ყველა უბნიდან თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს  ფილიალები. 

 შეგახსენებთ, წინა წლებში ქალაქში 2 მორიგე ბაღი ფუნქციონირებდა. ბაღების რაოდენობის გაზრდის რეკომენდაციით მერიას საკრებულოსთან არსებულმა გენდერულმა საკონსულტაციო საბჭომ მიმართა.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა