|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობის სურვილი 1154-მა პირმა გამოთქვა

ქუთაისის #59 საოლქო კომისიაში საუბნო კომისიების შემადგენლობის შერჩევა 3 სექტემბერს მოხდება.

როგორც ქუთაისის #59 საოლქო კომისიაში აცხადებენ, კონკურსში მონაწილეობას  1154 კონკურსანტი მიიღებს. განცხადებების მიღება გუშინ დასრულდა, სულ დასანიშნ წევრთა რაოდენობა ყველა უბანზე ჯამში  738-ს  შეადგენს.

შეგახსენებთ, საუბნო  საარჩევნო კომისიების წევრებთა შესარჩევი კონკურსის დაწყების შეახებ განცხადება დღეს ცესკოს პრესსპიკერმა გააკეთა. ანა მიქელაძის თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შესარჩევი კონკურსი საოლქო საარჩევნო კომისიებში გაიმართება 1-5 სექტემბრის პეროიდში, ხოლო 6 სექტემბრიდან დაიწყება 7 უფლებამოსილი პარტიის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ნომინირება-დანიშვნა".

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა არჩევის პროცესი ღიაა უფლებამოსილი პირებისათვის და შესაბამის სხდომებზე დასწრება შეუძლიათ რეგისტრირებული პარტიების წარმომადგენლებს, დამკვირვებლებსა და მედიას.

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა