ქუთაისში საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მშენებლობა 31 დეკემბერს დასრულდება
საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს, რომლის თანახმად, ბიბლიოთეკის შენობა უკვე დასრულებულია და შიდა საკომუნიკაციო ქსელების მონტაჟი და რემონტი მიმდინარეობს.
თანამედროვე სტანდარტების ბიბლიოთეკაში თანამედროვე წიგნთსაცავი საბიბლიოთეკო მომსახურებისა და ინფორმაციის დეპარტამენტი, რომელიც აღჭურვილი იქნება ელექტრონული ბარკოდერების წამკითხავებით; სამკითხველო დარბაზები: კლასიკური და არაკლასიკური. ელექტრონული რესურსებით მომსახურების დარბაზები (თავისუფალი დაშვება ინტერნეტზე, აწსუ ბიბლიოთეკის კომპაქტ-დისკები (CD-ROM), აწსუ ციფრული ბიბლიოთეკა, ელექტრონულ მონაცემთა ბაზები, და კანონების მონაცემთა ბაზა, განთავსდება
ბიბლიოთეკის მშენებლობას ტენდერში გამარჯვებული კომპანია „იმერეთი“ ახორციელებს და მშენებლობა 2017 წლის 31 დეკემბერს დასრულდება.
ავტორი: ხატია ბანძელაძე





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















