|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"კომპანიამ იცოდა ყველა პირობა და გაუგებარია, რატომ ჩაშალა ტენდერი"

ქუთაისში "სახლი #1"-ის სამშენებლო სამუშაოები, შესაძლოა, მეორე დავის მიზეზი გახდეს. მას შემდეგ, რაც კომპანიამ სამუშაოების შესრულებაზე უარი განაცხადა, მერია მისი ქმედების კანონიერებას შეისწავლის. მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ზვიად ჯავახიას განცხადებით, გაუგებარია, რატომ შეწყვიტა კომპანიამ გამარჯვების შემდეგ ტენდერი, როდესაც ყველა პირობა იცოდა. 

"კომპანიამ ტენდერში გაიმარჯვა და მან იცოდა ყველა პირობა, იცოდა, რომ რაიმეს დაზიანების შემთხვევაში, ზარალს თავად ანაზღაურებდა, იცოდა რომელი სართულების დემონტაჟი ხდებოდა და ამას დათანხმდა, გაუგებარია და კითხვის ნიშნებიც არის, ტენდერის დასრულების შემდეგ, რატომ გააკეთეს ასეთი რამ და რატომ ჩაშალეს ტენდერი. თუ თანხაზეა საუბარი, თანხაც მათ მიუთითეს. რაც შეეხება ჩვენს ქმედებას, შესყიდვების სამსახურის მიერ მოხდება შესწავლა, თუ გამოიკვეთა, რომ კანონდარღვევით მოხდა ტენდერის შეწყვეტა, მაშინ ჩვენ მზად ვართ, ბოლომდე დავიცვათ ჩვენი უფლებები. ამას შესყიდვები დაადგენს", - განაცხადა ზვიად ჯავახიამ.

 მისი თქმით, შესყიდვების სამსახურის მიერ მოხდება შესწავლა, რამდენად კანონიერად მოხდა ტენდერის შეწყვეტა, თუ დადასტურდა, რომ გამარჯვებულმა კომპანია კანონი დაარღვია, მერია უფლებებს ბოლომდე დაიცავს. ზვიად ჯავახიას თქმით, შესყიდვების შესახებ კანონი ტენდერის უკანონო შეწყვეტის გამო საჯარიმო სანქციებსაც ითვალისწინებს. 

ჯავახიას თქმით, მერია დემონტაჟის სამუშაოებზე ტენდერს უახლოეს დღეებში ისევ გამოაცხადებს. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვებული რამდენიმე ტენდერის შემდეგ არ გამოვლინდა, მერია კანონიერ უფლებას გამოიყენებს და დემონტაჟისთვის, რომელიმე კომპანიას პირდაპირი წესით დაიქირავებს.

შეგახსენებთ, "სახლი#1"-ს მერია უნებართვო მშენებლობის გამო ედავება. მერიამ კომპანია ორი ტერასული სართულის დემონტაჟი მოითხოვა, კომპანიის უარის შემდეგ სართულების იძულების  წესით დემონტაჟისთვის მერიამ ტენდერი გამოაცხადა. კომპანიამ სამუშაოებზე უარი განაცხადა და ტენდერი ჩაშალა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა