ქუთაისში შადრევნების ექსპლუატაციისთვის დამატებით 55 000 ლარი გამოიყო
ქუთაისში არსებული შადრევნების მოვლა-პატრონობისთვის დამატებით თანხა გამოიყო. ქუთაისის მერის განცხადებით, თანხის დამატება ელექტორენეტრგიის გაზრდილი მოხმარებისა და შადრევნების მოვლისათვის გახდა საჭირო. როგორც მერმა განმარტა, შადრევნების ძრავები ზიანდება, მილები კი ხშირ გაწმენდას საჭიროებს, ამიტომ გახდა საჭირო დამატებით 55 000 ლარის გამოყოფა.
გაზრდილი თანხის გამო შენიშვნა ჰქონდა საკრებულოს "ნაციონალ" დეპუტატს გია უკლებას, რომლის განცხადებითაც გაუგებარია, რატომ უნდა დაემატოს თანხა ელექტოენერეგიისათვის, როდესაც ელექროენერგიის ღირებულება არ გაზრდილა.
"გაუგებარია, რატომ ამატებთ თანხას, როდესაც ელექროენერგიის თანხა არ გაზრდილა და შადრევნები ისევ იმდენ ელექტოენერგიას მოიხმარს, მით უმეტეს შადრევნები ხშირად გამორთულია. თუ მეტი თანხა ჭირდებოდა, ამაზე წლის დასაწყისში გეზრუნათ და არა არჩევნებისთვის",- განაცხადა გია უკლებამ.
ქუთაისის მერის განცხადებით, შადრევნების ყოველ თვეში რამდენიმე დღით გამორთვა ექსპლუატაციის პირობებში წერია და ის გია უკლებამ კარგად უნდა იცოდეს.
"თქვენს მიერ გაკეთებულ შადრევნებს მოყვება ასეთი პირობა, რომ ყოველ თვეში 2-3 დღე გამორთული იყოს, რადგან ძრავა არ დაზიანდეს და ამასთან, მოხდეს მილების გაწმენდა. ვასრულებთ ამ პირობებს და რატომ ასრულებთო, არ ვასრულებთ და რატომ არ ასრულებთო. გაუგებარია ამ საკითხთან დაკავშირებული შენიშვნები. შადრევნების მოვლა ხარჯებთან არის დაკავშირებული და ამიტომ გახდა საჭირო თანხის დამატება, როდესაც დაზიანდა, მაშინ გამოვყავით თანხა, წლის დასაწყისში როგორ უნდა გამოგვეყო, როდესაც გამართულად მუშაობდა", -განაცხადა შოთა მურღულიამ.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















