|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში შექმნილი ფონდი საკრებულოზე დაპირისპირების მიზეზი გახდა

ქუთაისში შექმნილი საქველმოქმედო ფონდი „ქუთაისი“ საკრებულოზე დაპირისპირების მიზეზი გახდა. ოპოზიცია მერიას თანხების საარჩევნოდ მობილიზებაში ადანაშაულებს.

საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის გიგა შუშანიას განცხადებით, მერიასა და ააიპებში დასაქმებულთა ნაწილი თანხის გადარიცხვის გამო უკამაყოფილებას გამოთქვამს. მისი განმარტებით,  ეს არის წინასაარჩევნოდ ე.წ. პარტიული ყულაბის შექმნის მცდელობა, რომელსაც ქალაქის მერი და "ქართული ოცნება" გამოიყენებს სწორედ წინასაარჩევნო და პარტიული მიზნებისათვის. მან ასევე განმარტა, რომ ფონდი კერძო პირების მიერ  შეიქმნა, რადგან  შეუძლებელი გახდება მისი ხარჯების გაკონტროლება.

ფონდის საქმიანობა ეჭვქვეშ დააყენა "ევროპული საქართველოს" წევრმა მერაბ მეშველიანმა. მისი გაანგარიშებით, მერიასა და მის ორგანიზაციებში დასაქმებულების ხელფასების ერთი პროცენტი დაახლოებით  20 ათას ლარს აღწევს. 

ფონდი საქმიანობას პოლიტიკურ მიზნებს არ უკავშირებენ მერიასა და საკრებულოში. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ირაკლი შენგელია აცხადებს, რომ ფონდში თანხები იქნება გამჭვირვალე, რაზეც პასუხისმგებლობას მისი პოლიტიკური გუნდი იღებს.

"ჩვენი პოლიტიკური გუნდი ვიღებთ პასუხისმგებლობას, რომ ამ ფონდში ნებისმიერი თანხების ბრუნვა იქნება გამჭვირვალე... მათ ქონდათ კომუნიკაცია ვიცე-მერთან და მოუწოდებენ ადამიანებს ჩაერთონ იმ კეთილ მიზნებში, რაც გაიწერება დებულებაში. ეს არ ემსახურება პოლიტიკურ ინტერესს და მერიას და ასევე საკრებულოს მასში მონაწილეობა არ მიუღია. არ ხდება დაძალება.  ქალბატონი ნინო თვალთვაძე შეხვდა ფონდის დამფუძნებელს და უბრალოდ, მხარადჭერა აღუთქვა, ვინაიდან, მხოლოდ კეთილ საქმეებს მოემსახურება“, -აცხადებს ირაკლი შენგელია.

ქუთაისის ვიცე-მერი ნინო თვალთვაძე ფონდთან მერიის კავშირს არ ადასტურებს და არასამთავრობო სექტორს გამჭვირვალობის მიზნით, მოუწოდებს ფონდი საქმიანობა შესწავლონ.

"კატეგორიულად შემიძლია ვთქვა, არ არის შექმნილი მერიის მიერ, არამედ დამოუკიდებელი ადამიანების მიერ, მართალია, ერთი ჩვენი ააიპის ხეიმძღვანელია, თუმცა მას შეზღუდვას ვერ დავუწესებთ ამგვარ საქმებში. ერთდაერთი გზა იმისთვის, რომ ფონდმა შეძლოს ცილისწამებები აიცილოს, ეს არის გამჭვირვალობა და ყველას მოვუწოდებთ, მოხდეს შესწავლა მისი საქმიანობის. ყველას,  ვისაც ექნება სურვილი განახორციელოს ასეთი ქმედება,  დავემხარები. მაგრამ აქ საუბარია, მხოლოდ თამთაზე და არავინ საუბრობს, სხვა დამფუძნებელზე“-განაცხადა ნინო თვალთვაძემ.

მისი თქმით, გაეცნო ფონდის წესდებას და რა მიმართულებებიც აქვს, მისთვის მისაღებია.

შეგახსენებთ, „ნიუპრესისთვის“  ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის მერიის ააიპებისა და ადმინისტრაციული ერთეულების თანამშრომლებს საქველმოქმედო ფონდში ხელფასის ერთი პროცენტის გადარიცხვის ხელშეკრულებაზე ხელის მოწერა  შესთავაზეს. თანამშრომლების მცირე ნაწილმა ხელმოწერაზე უარი თქვა, ნაწილის მიერ  უკვე მოხდა თანხის გადარიცხვა. 

 

ფონდ "ქუთაისს" მერიის სტრუქტურებში დასაქმებულების ხელფასებიდან თანხები უკვე დაერიცხა

"ქუთაისის მერიას არ ქმნის ფონდს"- მერიის განმარტება საქველმოქმედო ფონდთან დაკავშირებით

 

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა