ქუთაისში სულაკაურის წიგნის მაღაზია გაიხსნა
ქუთაისში სულაკაურის წიგნის მაღაზია "სანტა ესპერენსა" გაიხსნა.
გახსნის ცერემონიალზე შეკრებილ საზოგადოებას ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის დირექტორი თინა მამულაშვილი, მწერალი გიორგი კეკელიძე და ცნობილი ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი მიესალმნენ.
თინა მამულაშვილის თქმით, მაღაზიათა ქსელს "სანტა ესპერანსა", აკა მორჩილაძის რომანის მიხედვით დაერქვა, რაც ქართულად "წმინდა იმედს" ნიშნავს.
მაღაზიათა ქსელი სულაკაურის გამომცემლობის მიერ 2005 წელს დაარსდა, მას ფილიალები აქვს თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში.
"სანტა ესპერანსამ" ქუთაისში წმინდა ნინოს ქუჩაზე, "მონ პლეზირის" თაღის მიმდებარედ დაიდო ბინა.

ავტორი: ნიუპრესი




16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















