|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის საწინააღმდეგო აქცია დღესაც მიმდინარეობს

ქუთაისში "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონის საწინააღმდეგო აქცია დღესაც მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები თეატრის წინ იკრიბებიან, საიდანაც მსვლელობით ბაგრატის ტაძარზე გადაინაცვლებენ. "აღდგომას შევხვდეთ ბაგრატთან"-ასეთია დღევანდელი აქციის დევიზი.

შეკრებილები მე-17 დღეა კანონპროექტს აპროტესტებენ. მათი თქმით, ბრძოლა არ შეწყდება, ვიდრე მათი მთავარი მოთხოვნა არ შესრულდება და ხელისუფლება კანონპროექტს არ გაიწვევს.

"დღეს მსვლელობით მივალთ ბაგრატის ტაძარში, სადაც ერთად შევხვდებით აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ჩვენი პროტესტი გრძელდება და გაგრძელდება, ვიდრე ჩვენს მოთხოვნას არ შეასრულებენ. არ დავიღლებით, ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაიწვიოს კანონპროექტი, რომელიც ორო მოსმენით უკვე მიიღო"-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

ავტორი: ნიუპრესი