|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე გარევაჭრობის მოწესრიგების მეორე ეტაპი დაიწყო

ქუთაისში ი.ჭავჭავაძის გამზირზე გარევაჭრობის პრობლემის მოწესრიგების მეორე ეტაპი დაიწყო. მერიის ინფორმაციით, სამრეწველო და სამშენებლო მასალებით მოვაჭრე ობიექტებმა თავად მიიღეს გადაწყვეტილება და კანონით დადგენილ წესს დაემორჩილნენ.

"ამ დრომდე აღნიშნულ ადგილზე მაღაზიები გარედ გამოტანილი პროდუქციით ვაჭრობდნენ, რაც უკვე მოწესრიგებულია. ქალაქის მასშტაბით გარე ვაჭრობა ჯერ კიდევ მარტის თვიდან აიკრძალა. მერიის ზედამხედველობის სამსახური მონიტორინგს ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს"-წერია მერიის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ქუთაისში გარევაჭრობა 1 მარტიდან აიკრძალა. პრობლემასთან ბრძოლა ჯერ ცენტრალურ ნაწილში, შემდეგ კი ჭავჭავაძის გამზირზე დაიწყო.

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა