|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ადგილები, სადაც ქუთაისში წინასაარჩევნო სააგიტაციო ღონისძიებების ჩატარება შესაძლებელია

ქუთაისში წინასაარჩევნო პერიოდში სააგიტაციო ღონისძიებების ჩასატარებელ ადგილების რაოდენობა არ შეცვლილა. მერიის იურისტი ირაკლი გიორგაძე აცხადებს, რომ მიმდინაარე წელსაც თვითმმართველობა 2017 წელს მიღებული დადგენილებით იხელმძღვანელებს. 
ქუთაისში პოლიტიკურ პარტიებს წინასაარჩევნო კამპანიის ჩატერების უფლება შემდეგ ადგილებზე აქვთ:
თაბუკაშვილის ქუჩა №2, ნაკვეთ №1-ში მდებარე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის მოსწავლე – ახალგაზრდობის პარკის“ ტერიტორიაზე და ახალგაზრდობის გამზირი N98-ის ჩრდილოეთით და ახალგაზრდობის გამზირი N96-ის სამხრეთით არსებულ შენობაში (არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ქალაქ ქუთაისის მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სპორტის სასახლე“).
ამასთან, მითითებული ღონისძიებების, შეხვედრების გრაფიკი შეთანხმებული უნდა იქნეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის მოსწავლე – ახალგაზრდობის პარკისა“ და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ქალაქ ქუთაისის მიხეილ ქორქიასა და ზურაბ საკანდელიძის სპორტის სასახლის“ ადმინისტრაციასთან. 
ამ ჩამონათვალს გასულ წელს  ტაბიძის ქ. #12–ში არსებული ,#2 სამუსიკო სკოლა   დაემატა. 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა