|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, ჭომის დასახლების მცხოვრებლები მერიას სამუშაოების არასწორად შესრულებაში ადანაშაულებენ [PHOTO]

ქუთაისში, ჭომის დასახლებაში, ლესელიძის ქუჩის მეორე შესახვევში მცხოვრებლები მერიას სამუშაოების არასწორად შესრულებასა და თანხების არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებენ. 

ადგილობრივებისგანცხადებით, მერიამ გზას ტროტუარის და სანიაღვრე არხის გარეშე აწყობს, რის გამოც წვიმიან ამინდებში გზაზე წყალი დადგება.

"რამდენიმე თვეა ამ მდგომარეობაში ვართ, დაიწყებს გზის კეთება და ჯერ არ დასრულებულა, ერთი თვეა არც არავინ გამოჩენილა. ამასთან არც ბორდიულებს აწყობენ და არც სანიაღრე არხს"-აცხადებენ ადგილობრივები.

ადგილობრივებს ასევე შენიშვნა ქონდათ საბავშვო ატრაქციონის გამო. მათი თქმით, სასრიალოები კედელთან ახლოს არის დამონტაჟებული და ბავშვებს საფრთხეს უქმნის. 

მოსახლეობის პრობლემების გასაცნობად ადგილზე იმყოფებოდნენ პარტია „თავისუფალი საქართველო“-ს წარმომადგენლები. პარტიის იმერეთის ორგანზიაციის თავმჯდომარის  გოგი წულაიას განცხადებით, მოქმედი ხელისუფლება ფულს არა საქმის სწორად კეთებაში, არამედ უკუღმა კეთებაში ხარჯავს. მისი თქმით, ატრაქციონს ბავშვები ვერ იყენებენ და სხვა დანიშნულებისთვის არ გამოდგება.

მერიაში აცხადებენ, რომ გზაზე სამუშაოები წინა მერის პირობებში დაიწყო და პროექტი დახვდათ, თუმცა მერია ასრულებს ვალდებულებას და ახდენს თანხების მობილიზებას, რომ მოხდეს გზის სრული რეაბილიტაცია. რაც შეეხება არტაქციონს, პრესამსახურის განცხადებით, ეს ატრაქციონიც წინა წლებში მოეწყო და ახლა მერია ყველა ატრაქციონს კაუჩუკის საფარით ამონტაჟებს.

 

ავტორი: ნიუპრესი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა