|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ხიდების რეაბილიტაცია იწყება

ქუთაისში ხიდების რეაბილიტაცია იწყება. წითელი,  რუსთაველის და თეთრი ხიდების რეაბილიტაციისათვის მერიამ 223 300 ლარი გამოყო, აღნიშნულ თანხაში ხიდებთან ერთად უნდა მოხდეს თეთრი ხიდის მიმდებარედ თეთრი ქვების განათების მოწყობა.

სამუშაოებისათვის ტენდერი  გამოცხადებულია. წინადადადებების მიღება 30 ივნისს დასრულდება. მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს ხიდების რეაბილიტააცისთვის სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 120 დღის განმავლობაში.

რუსთაველის ხიდის რეაბილიტაცია 2014 წელს მოხდა, უფრო სწორად 197000-ლარიან ტენდერი გამოცხადდა, გამარჯვებულ შპს  „გეგი“-ს  სამუშაოები 10 000 ლარით ნაკლებად, 187 000 ლარად უნდა შეესრულებინა, კომპანიამ ვალდებულებები არ შეასრულა, რის გამოც მერიამ სასამართლოში უჩივლა და დარღვევებისა  და ვადაგადაცილიბების გამო 163 000 ლარს ედავებოდა. თუმცა იმის გამო, რომ კომპანიას ანგარიშზე თანხა არ გააჩნდა მერიამ თანხის მიღება ვერ შეძლო. მოგვიანებით ხიდის რეაბილიტაციისათვის მერიამ სხვა კომპანია დაიქირავა.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა