ქუთაისთან მინი ქალაქის მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება
ქუთაისთან ახლოს მინი ქალაქის მშენებლობის პირველი ეტაპი წლის ბოლოს დასრულდება. პროექტს თურქული კომპანია „ასალ ინშაათი“ ახორციელებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ გაზრდილი მოთხოვნის გამო, არსებული 2 სართულიანი სახლების გვერდით, 6 სართულიანი კორპუსების მშენებლობაც სურთ. ინფრასტრუქტურის სრულად განვითარება 2018 წლის ზაფხულისთვის დასრულდება. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 4 მილიონი დოლარია.
მინი ქალაქში იქნება საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო ცენტრი, სკოლა, საბავშვო ბაღი, სამედიცინო პუნქტი, საცურაო აუზები, სპორტული მოედნები და სხვა. „ასალ ინშაათის“ წარმომადგენლები საქართველოში თვის ბოლოს ჩამოვლენ და ახალ პროექტებთან დაკავშირებით მოლაპარაკებები ეკონომიკის სამინისტროსთან გაიმართება.
შეგახსენებთ, მინი ქალაქი ქუთაისში ნიკეას დასახლების ბოლოსა და წყალტუბოს მიმდებარე ტერიტორიაზე შენდება.
ავტორი: ნიუპრესი





16:38
16:37
16:36
13:50
21:51
















