|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისური რაგბის ისტორიაზე წიგნი დაიბეჭდება

„ქუთაისის რაგბი 50 წლისაა“-ამ სახელწოდების წიგნი რამდენიმე თვეში დაიბეჭდება. რაგბის ისტორიას ერთ წიგნში თავს სპორტის მუზეუმის დამაარსებელი ზურაბ ჯავახაძე მოუყრის. მას წიგნზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს.

ჯავახაძის განცხადებით, ქუთაისში რაგბი ყოველთვის გამორჩეული იყო, მორაგბეები კი წარმატებული, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. რაგბში მიღწეული წარმატება გახდა წიგნის შექმნის საფუძველი. მწერალი რაგბის ისტორიის ამსახველ წიგნს რაგბის სკოლის ხელმძღვანელის დაკვეთით ქმნის.

წიგნი „ქუთაისის რაგბი 50 წლისაა“ მაისში დაგეგმილი ევროპის ჩემპიონატისთვის დაიბეჭდება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

უნდა მიიღოს თუ არა ოპოზიციამ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა?

კი - 60%
არა - 40%
არ ვიცი - 0%
სულ - 10 ხმა